დედულზე უზომოდ შეყვარებული, დედისერთა, დედის ნატვრისთვალი არის არმო(არმენ) ესაიანი.
დედა, ეკატერინე ხაინდრავა სამშობლოზე და თავის პატარა სოფელზე სიგიჟემდეა შეყვარებული. უყვარს და ენატრება ყველა, ეხმარება ყველას, განსაკუთრებით თავისი კუთხის შვილებს და მეზობლებს.
ინტერნეტსივრცეში ჩვენი გამოჩენისთანავე გამოხატა ინტერესი და დადგა ჩვენს გვერდით. ჯერ იყო და დოკუმენტური ფილმი "დაუკარგავი იმედი" დააფინანსა სრულად, შემდეგ ვებ გვერდის Ganakhleba.Ge დამზადებისთვის ყოველთვიურად ავსებდნენ დანაკლისს დედა-შვილი.
ა(ა)იპ განახლება 2018 -ს ლეპტოპი გადასცა საჩუქრად. განსაკუთრებით იზრუნა შემოქმედებითი ჯგუფის საახალწლო განწყობაზე და დეკემბრის თვის გადასახადი ერთდროულად გადმორიცხა ფონდში.
ჩვენც გვინდოდა სიკეთეზე სიკეთით გვეპასუხა და...
ა(ა)იპ განახლება2018-ის თანამშრომელმა, მხატვარმა, ლაშა მელაძემ მოგვიმზადა ასეთი სიურპრიზი. დაგვიხატა პატარა ქველმოქმედი არმო ესაიანი.
მადლობა ლაშა მელაძეს ასეთი სიურპრიზისთვის და მადლობა, რომ ა(ა)იპ განახლება 2018 -ს მოგვცა საშუალება მისი ნახატით მიგველოცა ახალი წელი ქველმოქმედი დედა-შვილისთვის.