გასული საიუბილე წლის დასაწყისში ჩემმა მოძღვარმა, ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით კონჯარიამ მოგვიწოდა მრევლს გვეფიქრა პატრიარქისთვის საიუბილეო საჩუქარზე...
ზუსტად ერთი წელი შესრულდა იმ დღიდან, რაც იდეა ჩამოვაყალიბე, იდეა რომელსაც პორტალი Ganakhleba.Ge ჰქვია. რომელიც ინტერნეტ არქივს წარმოადგენს, სადაც ხდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს განახლება იმ მოცემულობით, როგორც დარჩა 1993 წელს.ეს პორტალი მოემსახურება ყველა დევნილს და ყველა სამშვიდობო პროექტს..თუმცა საჩუქრად მხოლოდ იდეა არ გამოდგებოდა.
23 იანვრიდან დავიწყე ამ იდეის განხორციელება და მადლობა უფალს, მადლობა ჩემს ხალხს, რომ დღეს ფრთაშესხმულია ეს იდეა და მეტიც, Ganakhleba.Ge -დან ვულოცავთ ჩვენს პატრიარქს აღსაყდრების დღეს.
მრავალჟამიერ!
მრავალჟამიერ!
მრავალჟამიერ თქვენი სიცოცლე!
ფოტო გადაღებულია 10 მაისს 2018 წელს. ნიკო გოგოლაძე, შორენა გოროზია, დეკანოზი დავით კონჯარია და თქვენი მონა-მორჩილი სვეტლანა (ნათელა) ჩხვიმიანი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან ვებ გვერდის Ganakhleba.Ge წარდგენის დღეს.