მინდოდა რაიმე ზე აღმატებული სიუჟეტი მიმეძღვნა ამ შესანიშნავი წყვილისთვის და მაღალფარდოვანი სიტყვებით გადამეხადა მადლობა ამ ვიდეომიმართვის გამო, გადავიკითხე გუგლის ყველა ინტერვიუ, მაგრამ Ganakhleba.Ge არ გააკეთებს სხვისი ინტერვიუების პერეფრაზირებას და საკუთარი უბრალოებით და უშუალოებით, გულწრფელად იტყვის ორიოდე სიტყვას, ამ ბუმბერაზი ადამიანების მოსაფერებლად.
დავიწყებ იმით,რომ როგორც კი გამოვჩნდით ჯგუფში კოჩარა-აქ ჩემი სახლია, ყველა დიდი თუ პატარა ერთხმად ასახელებდა საამაყო კოჩარელი ფიზიკოსის ფრიდონ შუბითიძეს ოჯახს!
შემდეგ შევქმენით ჯგუფი სოხუმი-აქ ჩემი სახლია და ყველა ერთხმად ასახელებდა საამაყო სოხუმელი მეცნიერის ირმა შამათავა-შუბითიძეს ოჯახს.
დღეს ბედნიერი ვართ ამ საამაყო ოჯახის მხარდაჭერით.
ერთს ვიტყვი ხაზგასმით, ამ ოჯახმა გაიარა საგოლგოთე გზა, მაგრამ გადარჩნენ,არ გაბოროტდნენ, პირიქით გაკეთილშობილებული და გასხივოსნებული სულით ხორცამდე ემსახურებიან და ეფერებიან სამშობლოს.
ეს ადამიანები დაგაკლდა აფხაზეთო შენ!
ეს ბრწყინვალე ოჯახი დაგაკლდა სოხუმო შენ!
მათი ცოდნა და ერუდიცია გჭირდება აფხაზეთო შენ!
მათი აკვანი ხომ აფხაზეთში დაირწა...
კიდევ რამდნი კარგი მოყმის გამზრდელი ხარ აფხაზეთო!!!
Ganakhleba.Ge -ს ადმინისტრაცია მადლობას გიხდით გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის.
გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ წარმატებებს, როგორც პროფესიულ საქმიანობაში და ოჯახში, ასევე ქვეყნის საკეთილდღეოდ წამოწყებულ ყველა პროექტში❤️❤️❤️
.