დღეს კამანის გმირების თავდადებიდან 26 წელის თავზე პროექტი "აქ ჩემი სახლიას" ორგანიზებით, თბილისში გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალთან დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა გადაიხადა საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული ადამიანების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
შეკრებას შეუერთდა ფონდი დედის ხელები, ფონდი სიცოცხლე და ორგანიზაცია დედები შვილების მომავლისთვის.
ფონდი დედის ხელების აღმასრულებელმა დირექტორმა ხათუნა გაბრიჭიძემ განაცხადა,რომ თანაუგრძნობს ომს შეწირული ადამიანების დედებს და ოჯახის წევრებს და პატივს მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას.
ორგანიზაცია დედები შვილების მომავლისთვის ხელმძღვანელმა ია მინდაძე-ასათიანმა გამოხატა დიდი გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით,რომ თანდათან ნაკლები და ნაკლები ადამიანები იკრიბებიან ამ დღეს და ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებული გმირების ხსოვნა,რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მთელი საქართველოს ტკივილი უნდა იყოს და არა ერთეულების.
ორივე ქალბატონი შვილებთან ერთად მობრძანდნენ.
ასევე შეხვედრაზე იყვნენ თვითონ კამანელები ემზარ კახიანის ხელმძღვანელობით.ამ დღემ მისი მამა,ძმა და ბიძა შეიწირა.
თამარ გვიჩიანი, ამ დღეს მისი ძმა - ადამ გვიჩიანი და ბიძა - ელგუჯა გვიჩიანი გმირულად დაიღუპნენ...
მერხეულელები, განახლებელები, კოჩარელები, ახალდაბელები და ა.შ