მოგეხსენებათ ამა წლის 20 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემაში "მსოფლიოს სარკე" გავიდა სიუჟეტი "თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე", რომელიც გადაღებულია ტყვარჩელში და შეიცავს ბევრ ისტორიულ უზუსტობას საქართველოსთან მიმართებაში. ამ სიუჟეტს მოჰყვა მოქალაქეების აღშფოთება და გერმანიის მოქალაქემ მანინა დიორინგმა შექმნა პეტიცია სახელწოდებით "არცოდნა თუ პუტინის პროპაგანდა?" პეტიციაზე გადასვლა
სამწუხაროდ აღშფოთებული ადამიანების რაოდენობა სრულიად შეუსაბამოა დევნილი ადამიანების რაოდენობასთან, ამის პირველ მიზეზად მივჩნიეთ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი პეტიცია გერმანულ ენაზე, ჩვენი თხოვნით ქალბატონმა მანინამ თარგმნა პეტიცია ქართულად და განათავსა შესაბამის ვებ გვერდზე. ასევე არ ჰქონდათ ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს და მასმედიის საშუალებებიდან არ მიექცა ჯეროვანი ყურადღება, ერთადერთი იყო რადიო თავისუფლება, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სიუჟეტზეც და პეტიციაზეც (საიდანაც შევიტყვეთ ჩვენ).
Ganakhleba.Ge-ს თხოვნით რადიო თავისუფლებამ ისევ განავრცო ეს საკითხი. ქალბატონმა ნინო გელაშვილმა საავტორო გადაცემაში "დილის საუბრები"
გადაცემაში მიწვეულ იქნა მურმან კვარაცხელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პრეზიდიუმის წევრი.
გთავაზობთ გადაცემის ვიდეო ვერსიას.
გთხოვთ გადადით ლინკზე და შეავსეთ პ ე ტ ი ც ი ა