ჩვენ ერთად ვართ მთავარია

04 სექ 2019

 

ვებ გვერდი  Ganakhleba.ge არის ერთიანობის,სიყვარულის და სიხარულის ჯგუფი, რომელსაც თან გასდევს სევდიანი და ტკივილიანი ხაზი. შავი ხაზი რომელიც წარუშლელია ჩვენს გულში და გონებაში, მძიმე წარსულის გამო. ჩვენ უბრალოდ ვისწავლეთ ტკივილთან ერთად ცხოვრება ასევე ვისწავლეთ ბოროტების სიყვარულით დამარცხება.

 ჩვენ გვინდა სიყვარულით და ერთიანობით  მოვერიოთ  ბოროტებას. 

ამის ნათელი მაგალითები ბლომად გვაქვს ამ პროექტის  ისტორიაში.

და აჰა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი სიყვარულისა და ერთიანობისა. 

ჯგუფი "გაგრა -აქ ჩემი სახლია"  ადმინისტრატორი ნატო აფხაზავა ჩამოვიდა სოჩიდან, რომელიც დისტანციურად მუშაობს ვებ გვერდზე და გავიცანით ვირტუალურად პროექტის ფარგლებში.  

ჩამოვიდა სამშობლოსა და ახლობლებს მონატრებული, ნატომ  დედის შემდეგ  მოინახულა ჩვენი გუნდი. 

გაიცნო  ა(ა)იპ განახლება 2018-ის დირექტორი გიორგი სარალიძე, ganakhleba.ge ადმინისტრატორი შორენა გოროზია, იდეის ავტორი სვეტლანა ჩხვიმიანი. ეს შეხვედრა შედგა ზესტაფონში სოფელ საზანოში სადაც ამჟამად ცხვრობს იდეის ავტორი.

 შედეგ ყველა ერთად ვეწვიეთ  პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერს  ლაშა მელაძეს. ლაშა შშმ პირია და მისი გადაადგილება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული და  ვერ შემოგვიერთდა  შეხვედრაზე. ამიტომ  ჩვენ თვითონ ჩავაკითხეთ  მას  ვანში, სოფელ ტობანიერში.   

აღფრთოვანებული ვარ ნატოს გადაწყვეტილებით, დიდი მადლობა მთელს გუნდს ასეთი სითბოსთვის და სიყვარულისთვის, მადლობა ლაშას გულუხვი მასპინძლობისთვის. 

ეს შეხვედრა არის ერთერთი ნიმუში, ერთიანობის სიმბოლო, ერთიანობა იმ ადამიანებისა,რომლებმაც პროექტის  "აქ ჩემი სახლია" ფარგლებში გაიცნეს ერთმანეთი და ემსახურებიან ქართულ ეროვნულ საქმეს.  

ფოტო გადაღებულია  ქართველიშვილების მამულში

ვანის რაიონი სოფელი ტობანიერი.