მე სოხუმელი ვარ - ნინო მირცხულავა

30 ოქტ 2019

სულ სოხუმი, სოხუმი,სოხუმი და იცით რატომ? იმიტომ რომ არ მინდა დამთავრდეს, არ მინდა მოკვდეს ,არ მინდა დასამარდეს ჩემი მშობლიური ქალაქი..მინდა პატარა ნაპერწკალმა ცეცხლი დაანთოს და დავბრუნდეთ ჩვენს ბუდეებში!
და ვიწყებ: - თქვა ნინო მირცხულავამ და  დრეს წარმოგიდგენთ შედეგს! 

2019 წლის 28 ოქტომბერს  გამოიცა  ნინო მირცხულავას  წიგნი  მე სოხუმელი ვარ.  

ნინომ მოახერხა სოხუმის გაცოცხლება  თითოეული ჩვენთაგანის გულში.  

მთავარი გმირი ჩვენს სათქმელს ამბობს:

 წითელ სახურავიანი ტაქსი ასფალ ტ აყრილ გზაზე ჯაყჯაყით მიიწევდა გუმისთის ხიდისკენ, მდინარის ქვიანი ნაპირს მიახლოებისას კატოს წარბები შეეკრა, სახე მოღუშოდა, თითქოს "სამხედრო ჩექმების"" დრაგუნი შემოესმა, ემოციები ვერ მოთოკა სახეზე ხელები აიფარა და მთელ ხმაზე იღრიალა-"ღმერთმა დასწყევლოს ომის გამომგონებელი! "- 

დიახ! ეს მთავარი გზავნილია! ჩვენ აგრესია არ უნდა გვქონდეს არცერთი მეომრის,არცერთი შეცდომილი ძმის მიმართ, მაგრამ მთელი არსებით  უნდა გვძულდეს ომი,მთელი არსებით უნდა გვახსოვდეს ომის სისასტიკე,რომ იგივე შეცდომა აღარასდროს დავუშვათ!!! 

პორტალი Ganakhleba.Ge წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო ნინო. 

ერთად განვაახლოთ და გავაცოცხლოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები! 

ნინო მირცხულავას წიგნი  მე სოხუმელი ვარ  გაიყიდება  ბუკიას ბაღში,  დაუკავშირდით ქალბატონ იას ნომერზე 598 35 86 82.