ვისაც გსურთ არ გაქრეს ქართული კვალი ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შემოუერთდით პროექტს "აქ, ჩემი სახლია"
ერთად შევავსოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ვირტუალური რუკა.
მოგეხსენებათ სოხუმის ყველა ქუჩას გადაარქვეს სახელი. ასევე ბევრ სოფელს შეუცვალეს სახელწოდება, ამის საპირწონედ ჩვენ შევქმენით რუკა, რომელიც წარმოადგენს " გზამკვლევს".
მეტი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ვებ გვერდზე, დაგვიკავშირდით ფეისბუქ გვერდზე Ganakhleba.Ge ან დაგვირეკეთ საიტზე მითითებულ ნომერზე.
ჩვენი ჯგუფია ფეისბუქზე "ერთად განვაახლოთ ისტორია".
ფოტოზე აღბეჭდილია სოფელი კამანი რომლიც განახლებულია ემზარ კახიანის მიერ.რომელიც გახლავთ ჯგუფის "კამანი-აქ ჩემი სახლია" ადმინისტრატორი.
განაახლეთ თქვენი წილი აფხაზეთი და სამაჩაბლო!
ერთად განვაახლოთ!!!